07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
უამინდობა ნიუ იორკის შტატში - ქალაქ მარათონში სასკოლო ავტობუსი გადატრიალდა

სასკოლო ავტობუსი გადატრიალდა ამერიკის ქალაქ მარათონში - დაშვდა 11 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნიუ იორკის შტატში უამინდობაა.

თოვლის საფარის სიმაღლემ აქ 15 სანტიმეტრს მიაღწია. დაიხურა სკოლები, გაძლიერდა გზებზე უსაფრთხოების ზომები. მიუხედავად ამისა, შტატის მასშტაბით არა ერთი საგზაო შემთხვევა მოხდა.

დიდთოვლობის გამო შეფერხებულია მიმოსვლა საქალაქთაშორისო საავტომობილო გზებზე. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღის ამბები