07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის სანაპიროსთან - არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის სანაპიროსთან. 7.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება რამდენიმე რეგიონში გაავრცელა და მოსახლეობას სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტერიტორიის დატოვება ურჩია.

მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ტალღების სიმაღლემ მეტრნახევარს მიაღწია. დროებით შეწყდა ფუკუსიმას ატომური სადგურის რეაქტორის გამაგრილებელი სისტემის ფუნქციონირება, თუმცა მდგომარეობის შესწავლისას სადგურზე დარღვევები არ დაფიქსირდა.

დღის ამბები