07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები ევროპის ქვეყნებში შობა-ახალი წლის პერიოდში თავდასხმებს გეგმავენ.

ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ტერორისტებმა შესაძლოა თავდასხმების ტრადიციულ და ახალ მეთოდებს მიმართონ. ამიტომ, შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ევროპაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ განცხადებებს ევროპელი მაღალჩინოსნებიც აკეთებენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ძალოვანებმა მარსელში და სტრასბურგში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს, რომლებიც თავდასხმების სერიას საფრანგეთის დიდ ქალაქებში გეგმავდნენ.

დღის ამბები