07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
აშშ კალინინგრადში რუსული სარაკეტო სისტემების განლაგებას, ევროპაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს

ვაშინგტონი კალინინგრადში რუსული სარაკეტო სისტემების განლაგებას ევროპაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზანთან შეუსაბამოა.

კალინინგრადში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების შესახებ გუშინ რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ვიქტორ ოზეროვის თქმით, ისკანდერების გარდა განათავსებენ S-400 ტიპის რაკეტებსაც და ეს იქნება პასუხი რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების კონცენტრაციაზე.

დღის ამბები