07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
კიევში მაიდნის რევოლუციის დაწყების სამი წლისთავი აღნიშნეს

კიევში მაიდნის რევოლუციის დაწყების სამი წლისთავი აღნიშნეს. მოძრაობა აზოვის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მსვლელობა მოაწყვეს და პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში სათანადო ცვლილებები არ ტარდება.

უამრავი ხალხი შეიკრიბა ე.წ. ზეციური ასეულის მემორიალთან და პატივი მიაგო შეტაკებების დროს დაღუპული მომიტინგეების ხსოვნას.

ღირსების რევოლუცია უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო და თებერვალში იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობით დასრულდა.

დღის ამბები