07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ტრამპი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დატოვებას და ენერგორესურსების წარმოებაზე შეზღუდვების მოხსნას გეგმავს

დონალდ ტრამპის 100-დღიანი სამუშაო გეგმის პრიორიტეტები - ახლადარჩეული პრეზიდენტის ინიციატივით, შეერთებული შტატები ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას დატოვებს, რადგან ტრამპის შეფასებით, დოკუმენტი ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობაში 12 სახელმწიფო შედის და ყოველ მათგანს საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებს. დონალდ ტრამპი ასევე აპირებს ენერგორესურსების წარმოებაზე შეზღუდვების მოხსნას, რაც, მისი აზრით, სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს.

პრეზიდენტის გეგმაში შედის კიბერ-თავდასხმებისგან სამთავრობო უწყებების დაცვის გაძლიერება. მისივე ინიციატივით, ხელისუფლებიდან წასულ მაღალჩინოსნებს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალებათ. 

დღის ამბები