07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
აშშ ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები ევროპის ქვეყნენში შობა-ახალი წლის პერიოდში თავდასხმებს გეგმავენ.

ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ტერორისტებმა შესაძლოა, თავდასხმების ტრადიციულ და ახალ მეთოდებს მიმართონ, ამიტომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ევროპაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოჩინონ.

ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ განცხადებებს ევროპელი მაღალჩინოსნებიც აკეთებენ.

გერმანელმა და ფრანგმა ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი პირი დააკავეს, რომლებიც თავდასხმების სერიას საფრანგეთისა და გერმანიის დიდ ქალაქებში გეგმავდნენ.

 

დღის ამბები