07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
რუსეთმა სარაკეტო კომპლექსები კურილიის კუნძულებზეც განათავსა

კალინინგრადის შემდეგ სარაკეტო კომპლექსები რუსეთმა კურილიის კუნძლებზეც განათავსა. იაპონიასთან სადავო ტერიტორიაზე მოსკოვმა ბალის და ბასტიონის კლასის დანადგარები დაამონტაჟა.

სარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სადავო ტერიტორიაზე მორიგი განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ კურულიის კუნძულები რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა და ამ საკითხის მოსაგვარებლად მოსკოვი მზად არის ტოკიოსთან დიალოგი აწარმოოს.

დღის ამბები