07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ძლიერ შტორმს დიდ ბრიტანეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ შტორმს დიდ ბრიტანეთში. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კი უმნიშვნელო დაზიანებებით საავადმყოფოებს მიმართა.

სტიქიურმა უბედურებამ დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია.

უელსის სანაპიროსთან ბორანი, რომლის ბორტზეც 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ნაპირთან მიახლოებას ვერ ახერხებდა, რის გამოც მგზავრებმა 24 საათი ღია ზღვაში გაატარეს.

დღის ამბები