07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობენ

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას დებს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი. ქალაქ ლიონში ამომრჩეველებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ISIS-ის დასამარცხებლად საფრანგეთს ბევრი მოკავშირე სჭირდება და მათ შორისაა რუსეთიც.

მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ილაპარაკა ტულუზაში გამართული საარჩევნო კამპანიის დროს საფრანგეთის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ალენ ჟიუპემ. ყოფილი პრემიერი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, თუმცა მიიჩნევს, რომ მან არ უნდა მოახდინოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ანექსია და არც საერთაშორისო სამართლის ნორმები არ უნდა დაარღვიოს.

დღის ამბები