07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ბრედ პიტს ოფიციალურ ბრალდებებს არ წაუყენებენ

ბრედ პიტს ოფიციალურ ბრალდებებს არ წაუყენებენ. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ წინასწარი მოკვლევა ჩაატარა და ჰოლივუდის ვარსკვლავის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელებას აღარ აპირებს.

მსახიობს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ თვითმფრინავით მგზავრობისას 14 წლის ვაჟს, მედოქსს ცუდად მოექცა, რასაც მოჰყვა მისი და ანჯელინა ჯოლის განქორწინება.

ამ ფაქტზე მოკვლევა სოციალურმა მუშაკებმაც ჩაატარეს და ბრედ პიტთან მიმართებაში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

წყვილი ორი თვის წინ დაშორდა. ანჯელინა ჯოლი ბავშვების მეურვეობაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ბრედ პიტი კი მეურვეობის ორივე მშობელზე გადანაწილებას მოითხოვს.

დღის ამბები