07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დაჯილდოების ბოლო ცერემონიას უმასპინძლა

პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამამ თეთრ სახლში დაჯილდოების ბოლო ცერემონიას უმასპინძლა. მან 21 გამორჩეულ ამერიკელს პრეზიდენტის თავისუფლების მედლები გადასცა.

ამ ჯილდოს შეერთებული შტატების პრეზიდენტები, როგორც წესი, იმ ადამიანებს გადასცემენ, ვისაც ქვეყნის ინტერესების დაცვაში, მსოფლიოს მშვიდობის საქმეში და კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო ბარაკ ობამასგან წელს ბრიუს სპრინგსტინმა, მაიკლ ჯორდანმა, ტომ ჰენქსმა, რობერტ დე ნირომ, რობერტ რედფორდმა და ელენ დეჯენერესმაც მიიღეს. იუმორისტული შოუს წამყვანმა ცერემონიაზე ემოციები ვერ შეიკავა.

დღის ამბები