07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა დაასახელა.

დონალდ ტრამპმა გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის პოზიციაზე სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი, 44  წლის ნიკი ჰეილი წარადგინა.

განათლების მინისტრის პოსტს კი ბეტსი დევოსი დაიკავებს, რომელიც წარსულში მიჩიგანის შტატის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე იყო და დონალდ ტრამპის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ოფიციალურად დანიშვნამდე ორივე კანდიდატურას სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

დღის ამბები