07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა მადლიერების დღის აღსანიშნავად ინდაურები შეიწყალა

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა მადლიერების დღის აღსანიშნავად ინდაურები შეიწყალა.

თეთრ სახლში ტრადიციულ ცერემონია ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად გამართა.

მან პირობა დადო, რომ ფრინველების მიმართ გულმოწყალებას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგაც გამოიჩენს.

ფრინველები სახელად ტეიტერი და ტოტი აიოვას შტატიდან სპეციალურად შეწყალების ცერემონიისთვის ჩამოიყვანეს.

ინდაურის შეწყალების ტრადიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გარი ტრუმანმა 1947 წელს შემოიღო.

დღის ამბები