07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-ს წინაშე არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის მთავარი თემა ნატო-ს წინაშე არსებული ახალი საფრთხეები იყო.

შეხვედრის დაწყებამდე ტერეზა მეიმ და იენს სტოლტენბერგმა ალიანსის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბრიტანეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელებს.

სტოლტენბერგმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

დღის ამბები