07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
პეტრო პოროშენკო ბრიუსელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

პეტრო პოროშენკომ ბრიუსელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული გამოცემა ველტ-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, სანქციები კრემლის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ყირიმის გათავისუფლებამდე ძალაში უნდა დარჩეს.

პოროშენკო იმედოვნებს, რომ დღევანდელ ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. 

დღის ამბები