07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ერაყის ქალაქ მოსულში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ერაყის ქალაქ მოსულში.

გაერთიანებული სამხედრო შენაერთების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყული საბრძოლო დაჯგუფებები ქალაქის ყველა შესასვლელს აკონტროლებენ და ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით წარმატებით მიიწევენ.

ქალაქის ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია საჰაერო ძალების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ერაყის ჯარების კონტროლის ქვეშაა ასევე მოსულის მთავარი გზა, რომლით მეშვეობითაც ისლამისტები სირიის მიმართულების გადაადგილდებოდნენ.

დღის ამბები