07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
თურქეთის ქალაქ ადანაში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი აფეთქება თურქეთის ქალაქ ადანაში. ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, არის მსხვერპლიც.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 21 კი დაშავდა. აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული რამდენიმე მანქანაც დაიწვა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. რეგიონის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის მოწყობაში ქალია ეჭვმიტანილი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები