07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ჩინეთში 170 მეტრის სიმაღლის ნაგებობა ჩამოინგრა არიან დაღუპულები

მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას ჩინეთში. ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქცია ჩამოინგრა.

დაიღუპა 40 ადამიანი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ხალხის ნაწილი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სამხედროები და ავიაციაც არის ჩართული.

თითქმის 170 მეტრის სიმაღლის გამაგრილებელი კოშკის ჩამონგრევის დროს ადგილზე 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.



დღის ამბები