07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ბრიუსელში დღეს ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი გაიმართა

ბრიუსელში დღეს ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი გაიმართა, რომლის დღის წესრიგში პირველ ადგილზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი იყო. მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი პოლიტიკურ დონეზე უკვე გადაწყვეტილია.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ამ პროცესში შეფერხებები აღარ უნდა იყოს. გავრცელებული ცნობით, ვიზალიბერალიზაციის პროცესს საფრანგეთი აჭიანურებს, რაც სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპელმა ლიდერებმა კატეგორიულად უარყვეს.

დღის ამბები