07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ამერიკაში მადლიერების დღეა - ხვალ კი შავი პარასკევი

ამერიკელები მადლიერების დღეს აღნიშნავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო მსვლელობები და აღლუმები იმართება. ზეიმის დაწყებამდე კი, ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში, ინდაურები ბოლოჯერ შეიწყალა. ტრადიციულად ეს ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა.

რიტუალის შემდეგ, ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ვეტერანთა სახლს ესტუმრა და მათ იმ ინდაურების კერძით გაუმასპინძლდა, რომელთა შეწყალება არ მომხდარა. დაწესებულებაში ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი 400-ზე მეტ მცხოვრებს სათითაოდ გაესაუბრა. 

ამერიკელებს მადლიერების დღე მიულოცა დონალდ ტრამპმაც, მან ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

მადლიერების დღის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ტრადიციული საშობაო ფასდაკლებების სეზონი იწყება. ხვალ ქვეყანაში შავი პარასკევია.

ავტორი თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები