07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ტერაქტი ერაყში - გარდაცვლილია 100-ზე მეტი ადამიანი

100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს ერაყში. თვითმკვლელმა ტერორისტმა აალებადი ნივთიერებით დატვირთული საბარგო მანქანა, ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 100-მდე ადამიანი.

დაღუპულთა უმრავლესობა ირანელი შიიტი მომლოცველია, რომლებიც ქალაქ ელ ჰილადან სამშობლოში, რელიგიური დღესასწაულის შემდეგ ბრუნდებოდნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები