07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ისრაელში - ჰიფადან 60 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

ძლიერი ხანძრის გამო ისრაელის ქალაქ ჰაიფადან 60 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ტყის ხანძარმა, რომლის ჩაქრობასაც ბოლო 3 დღეა ვერ ახერხებენ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიურ უბედურებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის ხელისუფლება შესაძლო დივერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ხანძარი მიზანმიმართულად იყო გაჩენილი, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭებენ.

დღის ამბები