07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
თავდასხმა საფრანგეთში მოხუცებულთა სახლზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას საფრანგეთში. ერთი ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებული მამაკაცი, ქალაქ მონპელიეს მახლობლად მდებარე მოხუცებულთა სახლში შეიჭრა.

შენობაში შესვლამდე, მან დანით მოხუცებული ქალი მოკლა. ფრანგმა სამართალდამცველებმა თავშესაფრის 59 ბინადრის ევაკუაცია მოახდინეს.

ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი.

დღის ამბები