07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
თურქეთი ევროპარლამენტს ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებს

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას თურქეთთან ევროკავშირის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დროებით შეწყვეტის შესახებ, ანკარა გამოეხმაურა.

ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხთა მინისტრის განცხადებით, რეზოლუციის მიღებით კანონმდებლებმა ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები დაარღვიეს.

დოკუმენტს ევროპარლამენტში კენჭი გუშინ უყარეს. რეზოლუციის თანახმად, წევრობის საკითხზე მოლაპარაკებები არ განახლდება, ვიდრე თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში მასობრივ წმენდას არ შეწყვეტს.

 

დღის ამბები