07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ირანში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ირანში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. კატასტროფა თეირანიდან 400 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ შაჰრუდის რკინგზის სადგურთან მოხდა.

ავარიას მსხვერპლი მოყვა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი ჯერ დადგენილი არ არის. შეჯახების შემდეგ ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები