07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ფიდელ კასტრო გარდაიცვალა

კუბის რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN კუბის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.   

ფიდელ კასტროს სიკვდილის შესახებ განცხადება მისმა ძმამ რაულ კასტრომ გააკეთა. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ მისი ძმის სურვილს შეასრულებენ და გარდაცვლილს კრემაციას გაუკეთებენ. 

"ამხანაგი ფიდელის მიერ გამოხატული სურვილის შესაბამისად, მისი ნეშტი კრემირებული იქნება," - განაცხადა სატელევიზიო მიმართვისას კუბის ლიდერმა, რაულ კასტრომ.

დაკრძალვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფიდელ კასტრო 1926 წელს დაიბადა, კუბის სათავეში კი 1959 წელს რევოლუციის გზით მოვიდა. ის ქვეყანას 2008 წლამდე მართავდა, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო უფლებამოსილება თავის ძმას, ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერ რაულ კასტროს, გადააბარა. 

ფიდელ კასტრო ბოლოს საზოგადოების წინაშე აპრილში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გამოჩნდა. 

 

დღის ამბები