07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
საფრანგეთში დაკავებულები ISIS-ის ლიდერების მითითებით მოქმედებდნენ და პარიზში ტერაქტს გეგმავდნენ

საფრანგეთში გასულ კვირას დაკავებული ეჭვმიტანილები ისლამური სახელმწიფოს ლიდერების მითითებით მოქმედებდნენ და მომდევნო კვირაში პარიზში ტერაქტს გეგმავდნენ, -  განცხადება საგანგებო პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მთავარმა პროკურორმა გააკეთა.

მისი თქმით, ეჭვმიტანილები დავალებებს დაშიფრული მობილური აპლიკაციების საშუალებით იღებდნენ, მათი სავარაუდო სამიზნე კი სასამართლოს შენობა, ელისეს მინდვრებში განთავსებული საშობაო ბაზრობა და დისნეილენდის პარკი იყო.

5 ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა სტრასბურგსა და მარსელში ჩატარებული სპეცოპარციების დროს დააკავეს. 4 მათგანი ჩრდილო აფრიკული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეა, მეხუთე კი მაროკოელი. 

დღის ამბები