07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
იანუკოვიჩი მეიდნის დროს სამხედრო მდგომარეობის არგამოცხადებას ნანობს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მთავარი შეცდომა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაზე უარის თქმა იყო.

განცხადება ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მაიდნის მოვლენების დროს რადიკალების შეჩერება, მაგრამ იანუკოვიჩის თქმითვე, ის სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრაზე ვერ წავიდა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში ჯარის შეყვანა სთხოვა, თუმცა დღეს ამ გადაწყვეტილებას ემოციურად მიიჩნევს.

გუშინ როსტოვის სასამართლოში კიევთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა ის ორშაბათისთვის გადაიდო.

დღის ამბები