07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთი-ტაჯიკეთის საზღვართან

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ტაჯიკეთის საზღვრის მახლობლად იყო.

სტიქიის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა სარკინიზგო ხაზები. რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ამ დროისთვის მედია ერთი დაღუპულის შესახებ იტყობინება.

დღის ამბები