07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხის მორთვა დაიწყეს

თეთრ სახლში საშობაო სამზადისი დაიწყო. პრეზიდენტის რეზიდენციაში უკვე მიიტანეს საშობაო ნაძვის ხე, რომელსაც ეზოში შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა, პატარა ნათესავებთან და ძაღლებთან ერთად დახვდა.

თითქმის 6 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხეს მორთვის შემდეგ თეთრი სახლის ლურჯ ოთახში დადგამენ.  

ხე ვაშინგტონში ვისკონსინის შტატიდან ჩაიტანეს. ის პრეზიდენტის ოჯახს საჩუქრად საშობაო ნაძვის ხეების ეროვნული ასოციაციის შეჯიბრში გამარჯვებულმა ფერმერებმა გადასცეს.

დღის ამბები