07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
აშშ-ში "შავი პარასკევი" დაიწყო - საშობაო სეილები 25 დეკემბრამდე გაგრძელდება

შეერთებულ შტატებში საშობაო ფასდაკლებების სეზონი ოფიციალურად დაიწყო. ქვეყანაში ე.წ. "შავი პარასკევი" აღნიშნეს.

სასურველი ნივთების შესაძენად სავაჭრო ცენტრებში შოპინგის მოყვარულთა გრძელი რიგები იდგა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ტრაგიკული ინციდენტიც მოხდა.

სხვადასხვა ქალაქში მაღაზიებთან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

საშობაო სეილების სეზონი ქვეყანაში 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები