07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
საფრანგეთში შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მემარჯვენე ცენტრისტების მხარდამჭერებმა პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი უნდა გამოავლინონ. პრაიმერიზის მეორე ტურში ერთმანეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი და ქალაქ ბორდოს ყოფილი მერი ალენ ჟუპე უპირისპირდებიან.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, პრაიმერიზში გამარჯვებას, სავარაუდოდ, ფრანსუა ფიონი მოიპოვებს, რომელიც საკუთარ კონკურენტს 20 პროცენტით უსწრებს. ფიონი მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა და მიიჩნევს, რომ გლობალური ტერორიზმის დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიციაში რუსეთიც უნდა ჩაერთოს. ალენ ჟუპე კი რუსეთთან მიმართებაში ხისტ პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ ევროპული სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ საზღვრების კონტროლის გაძლიერებით და ევროკავშირის გაფართოვების შეჩერებითაა შესაძლებელი.

დღის ამბები