07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ისრაელში მასშტაბური ხანძრების განზრახ გაჩენის ბრალდებით 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ისრაელში სამართალდამცველებმა 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც მასშტაბური ხანძრების განზრახ გაჩენაში ადანაშაულებენ. ეჭვმიტანილებს შორის უმეტესობა პალესტინელია და მათ შესაძლოა ტერორიზმის ბრალი წაუყენონ.

სწორედ პალესტინელმა ტერორისტებმა აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მასშტაბურ ხანძრებზე და ისრაელს ცეცხლის ჯიჰადი გამოუცხადეს. ძლიერი ხანძარი ისრაელში უკვე 6 დღეა გრძელდება. ჩრდილოეთ რეგიონი ტყეში გაჩენილი ცეცხლი ქალაქებზე გავრცელდა.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საპორტო ქალაქ ჰაიფაში, სადაც 80 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე ისრაელს სამაშველო ავიაცია 12-მა ქვეყანამ გაუგზავნა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძრის 600 კერა ჩააქრეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახალი კერები ჩნდება.

დღის ამბები