07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლებამ "BBC"-ს ადგილობრივი ბიუროს და "ამერიკის ხმის" ჟურნალისტები გაათავისუფლა

თურქეთის ხელისუფლებამ BBC-ს ადგილობრივი ბიუროს და ამერიკის ხმის ჟურნალისტები გაათავისუფლა. მათ სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ჟურნალისტები ქალაქ სირტეში სიუჟეტის მომზადების პროცესში დააკავეს. ისინი მაღაროს ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახების წევრებთან გასაუბრებას ცდილობდნენ.

სამხედრო ამბოხის შემდეგ თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის განმავლობაშიც ათობით ჟურნალისტი დააკავეს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანის ციხეებში 145 რეპორტიორი იმყოფება.

დღის ამბები