07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ვისკონსინის შტატში ხმების გადათვლის პროცესს დონალდ ტრამპი ეხმიანება

ვისკონსინის შტატში ხმების გადათვლის პროცესს დონალდ ტრამპი ეხმიანება. Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ის წერს, რომ არჩევნები დასრულებულია და ამგვარი პროცესებით არაფერი შეიცვლება.

ვისკონსინის შტატში ხმების გადათვლის ინიციატორი მწვანეთა პარტიის კანდიდატი ჯილ სტეინია, რომელმაც ამისთვის საჭირო თანხა უკვე მოიძია. საქმე ეხება კომპიუტერული სისტემების მონაცემებზე შესაძლო უკანონო წვდომას.

გადათვლის პროცესში ჰილარი კლინტონის შტაბიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა შტაბში განმარტავენ, რომ მათ რაიმე დარღვევა 8 ნოემბრის არჩევნებში არ გამოუვლენიათ და არც მის შედეგებში ეპარებათ ეჭვი.

დღის ამბები