07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
საფრანგეთში "კონსერვატიული პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერში გამარჯვება ფრანსუა ფიიონმა მოიპოვა

საფრანგეთში კონსერვატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში გამარჯვება ფრანსუა ფიიონმა მოიპოვა. მან თავის კონკურენტებს, ნიკოლა სარკოზის პირველ ტურში, ალენ ჟიუპეს კი მეორე ტურში აჯობა, რის შემდეგაც პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.

გამარჯვება უკვე მიულოცა თავის კონკურენტს დამარცხებულმა კანდიდატმა. ფიიონი კი იმედოვნებს, რომ ალენ ჟიუპეს მხარდაჭერა საპრეზიდენტო კამპანიაშიც ექნება.

არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. ექსპერტები კონსერვატორების კანდიდატის მთავარ კონკურენტად ნაციონალისტების ლიდერს მარი ლეპენს მიიჩნევენ.

დღის ამბები