07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ჰავანას ცენტრში ფიდელ კასტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იგეგმება

დღეს კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში ფიდელ კასტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იგეგმება. ქალაქის ცენტრში უკვე დაკიდეს რევოლუციის ლიდერის გრანდიოზული ფოტო.

რიგით მოქალაქეებსა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ მის ფერფლს, რომელსაც კუბის ტერიტორიას კიდევ 1 კვირა მოატარებენ. 4 დეკემბერს კი დაკრძალვა გაიმართება.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუბაში ჩასვლას აპირებს დიდი ბრიტანეთის წარმოამდგენლობა. გავრცელებული ხმები საგარეო საქმეთა მდივნის ბორის ჯონსონის შესაძლო ვიზიტზე ჯერ არ დასტურდება.

ვარაუდობენ, რომ მის ნაცვლად სამძიმარს ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმოამდგენელი ალან დუნკანი დაესწრება.

დღის ამბები