07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. დონალდ ტრამპმა Twiiter-ის ბლოგზე დაწერა, რომ მილიონობით ადამიანმა არჩევნებში ხმა კანონდარღვევით მისცა, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ტრამპის მტკიცებით, პროცესი გაყალბდა ვირჯინიის, ნიუ ჰემფშირისა და ვისკონსინის შტატებში, სადაც მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მწვანეთა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატიც, რომლის მოთხოვნითაც, ვისკონსინის შტატში ხმებს სრულად გადაითვლიან.

ჰილარი კლინტონის გუნდმა უკვე განაცხადა, რომ პროცესს მხარს დაუჭერენ.

დღის ამბები