07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ჰავანის საკათედრო ტაძარში ფიდელ კასტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მესა ჩატარდა

ჰავანის საკათედრო ტაძარში ფიდელ კასტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მესა ჩატარდა. ცერემონიას ასობით კათოლიკე მორწმუნე დაესწრო. რევოლუციის შემდეგ, ფიდელ კასტრომ კუბა ათეისტურ სახელმწიფოდ გამოაცხადა, თუმცა 1992 წელს პოზიცია შეიცვალა და ეკლესიის მიმართ მიდგომაც შეარბილა.

ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყანაში 9 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

აკრძალეს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ბეისბოლის თამაშიც. დაკრძალვის ცერემონია 4 დეკემბერს, ქალაქ სანტიაგოში გაიმართება.

დღის ამბები