07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
თავდასხმა ოჰაიოს უნივერსიტეტის სტუდენტებზე - თავდამსხმელი სომალელი ლტოლვილი სტუდენტია

ცნობილი ხდება ოჰაიოს უნივერსიტეტის სტუდენტებზე თავდამსხმელის ვინაობა - ის ეროვნებით სომალელი ლტოლვილი სტუდენტი აღმოჩნდა.

გამოძიების ინფორმაციით, ალი ართანი სასწავლებლის ტერიტორიაზე მანქანით ტროტუარზე ავარდა, სადაც ახალგაზრდები იდგნენ. გარდა ამისა, დანით დაჭრა ერთი სტუდენტი. სულ 9 ადამიანია დაშავებული.

თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ ადგილზევე მოახდინა. თავდასხმის მოტივებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები