07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - ბორტზე 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში  ბრაზილიის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის წევრებიც იმყოფებოდნენ.

თვითმფრინავი ბოლივიიდან მედელინში მიფრინავდა და რადარებიდან რიო ნეგროს თავზე გაქრა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. კატასტროფის მიზეზად საწვავის უკმარისობა სახელდება.

დღის ამბები