07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე კონგრესმენი ტომ პრაისი წარადგინა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ახალი წევრი შეემატა. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე კონგრესმენი ტომ პრაისი წარადგინა.

პროფესიით ექიმი პრაისი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამას და კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერის გაუქმების ინიციატივითაც გამოდიოდა.

დონალდ ტრამპს კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის პოსტს. ახალ კანდიდატად დასახელდა გადამდგარი გენერალი დეივიდ პეტრეუსი.

ის წლების წინ ხელმძღვანელობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს და ერაყსა და ავღანეთში ამერიკის არმიის მთავარსარდალიც იყო.

დღის ამბები