07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
საშობაო სამზადისი ვაშინგტონში - კაპიტოლიუმთან ნაძვის ხის მონტაჟს იწყებენ

ვაშინგტონში საშობაო სამზადისი დაიწყო. კაპიტოლიუმთან უკვე ნაძვის ხისა და განათებების მონტაჟს იწყებენ.

გიგანტური ნაძვის ხე ვაშინგტონში აიდაჰოდან ჩაიტანეს. 84 წლის ნაძვი პაიეტის ეროვნულ პარკში მოჭრეს. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს.

ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს 18 ათასი ხელნაკეთი ორნამენტით მორთავენ და, ტრადიციულად, 6 დეკემბერს გაანათებენ.

განათებების ჩართვის ცერემონიას წელს კონგრესის სპიკერი, პოლ რაიანი, გაუძღვება.

დღის ამბები