07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
სპეცოპერაცია ესპანეთში -ადგილობრივმა პოლიციამ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა 

ესპანეთის პოლიციამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 50-მდე წევრი დააკავეს.

აყვანის ოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ბარაკალდოს დასახლებაში ჩატარდა. ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ასობით ბინის ძარცვა, ძირითადად ძვირფასეულობისა და საათების მოპარვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში, ესპანური მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში და საფრანგეთის პოლიცია.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც.

დღის ამბები