07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.

კატასტროფის ადგილზე კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები. აღმოჩენილია შავი ყუთი, რომლის მონაცემები მუშავდება. ადგილობრივი მედია კატასტროფის მიზეზად ორ ვერსიას, ტექნიკურ პრობლემებს და საწვავის ამოწურვას ასახელებს.

გარდაცვლილ ფეხბურთელებს ბრაზილიის სამხრეთში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს.

დღის ამბები