07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
თურქეთში გოგონათა საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, თურქეთის სამხრეთ პროვინციაში გოგონათა საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულია 22 ახალგაზრდა.

შენობა სოფლებიდან ჩასული მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი.

ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო სადენებიდან გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩაქრობას სახანძრო ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

დღის ამბები