07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობებს განაგრძობს-რეჯებ ტაიპ ერდოღანი

თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობებს განაგრძობს, მიუხედავად ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებისა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი სურათი თურქეთს ოპტიმიზმის საშუალებას არ აძლევს, თუმცა ქვეყანას ყოველთვის რჩება სხვა ალტერნატივებიც.

მან არ დაასახელა კონკრეტულად რომელ ქვეყანას გულისხმობდა, თუმცა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა სხვა პარტნიორებთან წარმართავს მოლაპარაკებებს.

დღის ამბები