07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
დონალდ ტრამპი კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციებს განაგრძობს

დონალდ ტრამპი კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციებს განაგრძობს. არჩეული პრეზიდენტი უკვე მეორედ შეხვდა მით რომნის, რომელმაც შესაძლოა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ჩაიბაროს.

ტრამპ თაუერში გამართული სადილის შემდეგ, დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა მასზე აზრი შეიცვალა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიო ლიდერობას განაგრძობს და არჩეული პრეზიდენტი სწორედ ის ადამიანია, ვინც ამერიკელებისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე, მით რომნისთან ერთად, სხვა კანდიდატებიც განიხილებიან, მათ შორის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ პეტრეუსი.

დონალდ ტრამპის პრესსპიკერის განცხადებით, ახალ კაბინეტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია ცნობილი უახლოეს ორ დღეში გახდება. 

დღის ამბები