07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
უკრაინაც და რუსეთიც პოლიტიკური შეთანხმებისგან შორს არიან- ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი

უკრაინის კრიზისის მოგვარების გზებზე ნორმანდიულმა ოთხეულმა შეთანხმებას ისევ ვერ მიაღწია.

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მინსკში შეხვდნენ.

4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მცირე პროგრესი შეინიშნება, თუმცა უკრაინაც და რუსეთიც პოლიტიკური შეთანხმებისგან შორს არიან.

გერმანიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მხარეებმა ვერ შეათანხმეს საგზაო რუკა, რომელიც მინსკის შეთანხმებების შესრულებას უზრუნველყოფს.

მინსკში გამართული შეხვედრა სერგეი ლავროვმაც შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ გარღვევა მოლაპარაკების პროცესში არ მომხდარა და მთავარ პრობლემად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სტატუსი და ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და არჩევნების ჩატარების საკითხები რჩება.

დღის ამბები